წალკის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ TV4-ს წალკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
როგორც ცენტრში აცხადებენ, ინფიცირებული პაციენტები უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან. პაციენტები 40-იდან 60 წლამდე პირები არიან.
ცნობისთვის, წალკაში ვირუსი სულ 27 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 11 გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.