ჭიათურაში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ორი ადამიანი დაშავდა

ჭიათურაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. როგორც TV4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. 

დაშავებულები სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.