ჭიათურაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. როგორც TV4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.