ხელვაჩაურში მდინარე მეჯინისწყალში გაუჩინარებულ 61 წლის მამაკაცს მესამე დღეა ეძებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, სამძებრო სამუშაოებს როგორც მდინარეში, ასევე ზღვაზე ახორციელებენ.
მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, 61 წლის მამაკაცი, ორი დღის წინ ხელვაჩაურში მდინარე მეჯინისწყალში გაუჩინარდა. მაშველებმა მსუბუქი ავტომობილი იმავე დღეს იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილში კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელმაც მანქანიდან გადასვლა შეძლო.
ცნობისთვის, ხელვაჩაურში სტიქიამ 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათი ცხედრები უკვე ნაპოვნია.