ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი არსრულწლოვნის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი გარდაცვლილი 16 წლის მოზარდი იპოვეს. მოზარდს 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

1-ელ ოქტომბერს, გვიან ღამით ხელვაჩაურში მეწყერმა სახლი წაიღო, სადაც 3 ადამიანი იმყოფებოდა. დაკარგულად ითვლებოდა სახლთან მდგარ მანქანაში მყოფი 2 ადამიანიც. 

სამძებრო სამუშაოების შედეგად მეწყერში მოყოლილი 4 ადამიანის ცხედარი გუშინ იპოვეს. 

პარალელურად გრძელდება სამძებრო-სამუშაოები მდინარე მეჯინისწყალზეც, სადაც ახალგაზრდა კაცი მანქანით მდინარეში გადავარდა.