ხობში კაცი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეები ნათესავები არიან.
შსს-ს განცხადებით, ინციდენტის მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები არიან და მათი გამოკითხვა მიმდინარეობს.
გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.