ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, საქართველოში გრიპის 300 ათასამდე ვაქცინა შემოვა და ის პირველ რიგში, რისკ ჯგუფებს მოხმარდება.
როგორც წოწკოლაურმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, გრიპის ვაქცინის შემოტანა შემდგომშიც გაგრძელდება.
“დღეის მდგომარეობით, გრიპის ვაქცინაში გადახდილია 18 მილიონ ლარამდე. ვაქცინა საქართველოში ეტაპობრივად შემოვა. პირველ რიგში, ვაქცინა მოწყვლად ჯგუფებს მოხმარდება და შემდგომ გავრცელდება საზოგადოებაზე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.