გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, რუსთავში 12 ოქტომბერს 13:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს შარტავას, ლომოურის, მესხიშვილის, თოდრიას და მიმდებარე ქუჩებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.