12:00 საათის აქტივობა რუსთავში

მე-12 სამაჟორიტარო ოლქში 12:00 საათის მონაცემებით, საკუთარი ხმის უფლებით ისარგებლა 21 946 ამომრჩეველმა.

როგორც N20 საოლქო საარჩევნო კომისიაში TV4-ს განუცხადეს, საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 16% მივიდა.

საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის სამი საჩივარია დაფიქსირებული.