N21 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, გარდაბანში ამომრჩეველთა აქტივობა საერთო რაოდენობის 16%-ს შეადგენს.
როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ TV4-ს განუცხადა, გარდაბანში არსებულ საარჩევნო უბნებზე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ადგილზე ჯანდაცვის სამინისტრო მიერ შემუშავებული რეკომენდაციები დაცულია.
ქრონიკის ჟურნალისტი ნინია ზოდელავა მუშაობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში და რამდენიმე უბანზე გაეცნო ვითარებას.