რუსთავში, მტკვარში 13 წლის მოზარდის საძიებო სამუშაოებში 20-მდე მეხანძრე-მაშველი, მყვინთავები და ექოლოტია ჩართული- ამის შესახებ TV4-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, საძიებო სამუშაოები დაახლოებით ერთი საათია მიმდინარეობს და ამ დრომდე გრძელდება.
ცნობისთვის, TV4-ის ინფორმაციით, 13 წლის მოზარდი მტკვარში სავარაუდოდ, ჯებირიდან გადავარდა.
შსს-მ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.