13 ოქტომბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით,  ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 ოქტომბერს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს მაირნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმირი, იმირჯალა, შულავერი, ყულარი, შაუმიანი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.