15 ოქტომბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 ოქტომბერს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში შარტავას, ლეონიძის, ტაშკენტის, ლომოურის, მეგობრობის, მესხიშვილის, მურმან ლებანიძის, თოდრიას და მიმდებარე ქუჩებზე, მე-15, მე-7ა, მე-7 ბ, მე-7, მე-14 მიკრორაიონებში.

10:00-დან 11:00 საათამდე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში დამია, ზემო სარალი, კიროვკა, დამია გეურარხი, ახლო ლალო, სადახლო, შულავერი, ქვემო სარალი.

 11:00-დან 12:00 საათამდე – აბონენტებს სოფელ კიზილ-აჯილოში, მარნეულში გუდიაშვილის, ჯავახიშვილის, გორკის, 26 მაისი, გოგოლის, ლაღიძის, გოგებაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. 13:00-დან 15:00 საათამდე – სოფლებს ქეშალო, კაპანახჩი, ილმაზლო, სართიჭალა, ამბაროვკა, ალგეთი.

 13:00-დან 15:00 საათამდე – გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს ახალწყალი, თელეთი, მუხრან თელეთი, კუმისი, ინსტიტუტის დასახლება, წალასყური და მიმდებარე სოფლებში.

 12:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს დაბა მანგლისში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი თონეთი, წყლულეთი, ორბეთი, პანტიანი, ახალსოფელი, ალგეთი და მიმდებარე სოფლებში.

 09:00-დან 12:00 საათამდე – აბონენტებს ქ. ბოლნისში და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.