გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 18 ოქტომბერს 13:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელბში სიონისუბანი, სართიჭალა, მუღანლო.
19 ოქტომბერს 10:00-დან 18:00 საათამდე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კასუმლო, არაფლო, ულაშლო, ახლომახმუდლო, ქუშჩი, ბეითარაბჩი, და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 12:00 საათამდე – სოფლებში კაჩაგანი, აღმამედლო, ტაკალო, ქირაჩ-მუღანლო, ხანჯიგაზლო, კასუმლო და მიმდებარე სოფლებში. 14:00-დან 15:00 საათამდე – სოფლებს ლეჟბადინი, პირველი და მეორე მეორე ქესალო, ლეჟბადინი, კაპანახჩი, ქურთლიარი, დიდი მუღანლო.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.