2 ნოემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ნოემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში წინწყარო, გოლთეთი, არნაუთი, ქოსალარი, ქსოვრეთი და მიმდებარე სოფლებში,

16:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში თელეთი, მუხრან თელეთი, წალასყური, ახალწყალი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.