გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ოქტომბერს 12:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ბოლნისი, მამხუტი, ხატისოფელი, სამტრედო, ნახიდური, სავანეთი, პატარა დარბაზი და მიმდებარე სოფლებში,
12:30-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში აღმაშენებლის, 9 მაისის, სამედ ვურგუნის, კომისარიატის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე გარდაბნის რაიონის სოფლებში კაპანახჩი, ლელაშხა, ქესალო, ნაზარლო, გამარჯვება, მარტყოფი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.







