მე-12 მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებული 107 445 ამომრჩევლიდან, საკუთარი ხმის უფლებით ისარგებლა და პოზიცია დააფიქსირა, 59 500-მა ამომრჩეველმა, -ამის შესახებ TV4-ს N20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გაგა აფციაურმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა და მე-12 მაჟორიტარულ ოლქში 117 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლების 55,27 % მივიდა.
” 8 საათზე დაკეტილი იყო უბნები , ყველა ამომრჩეველმა შეძლო თავის ხმის დაფიქსირება. გადავდივართ ხმების დათვლის პროცესზე. 6 საჩივარი დაიწერა, კომისიის სახელზე, საჩივრებია, პროცესს რომ ეხება, მიმდინარეობას, რომელიც თვითონ უბნის თავმჯდომარებმა იქვე აღმოფხვრეს, ამას ოლქი განიხილავს, თუ რამე საჩივარია, ჩვენს რეაგირებას მოითხოვს,კანონის ფარგლებში ვადებში გაეცემათ შესაბამისი პასუხი. “-განაცხადა გაგა აფციაურმა









