21-ე მიკრორაიონში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული

რუსთავში, 21-ე მიკრორაიონში მეექვსე ბინასთან სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. 

TV4-ის ინფორმაციით, მოკლე ჩართვის გამო, ცეცხლი ელექტროენერგიის სადენებს გაუჩნდა. შეთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.