21 ოქტომბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს 11:30-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ბახჩალარი, საჯა, კიზილაჯლო, ორმაშენი და მიმდებარე სოფლებში,

 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში დარბაზი, მუშევანი, ტანძია, ფოცხვერიანი, კიანეთი და მიმდებარე სოფლებში, 

 13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ფოლადაანთკარი, ყარაჯალარი, გამარჯვება, ველი და მიმდებარე სოფლებში, 

14:00-დან 16:30 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ქვემო სარალი, შულავერი, აჭარის დას, ალექსეევკა და მიმდებარე სოფლებში. 

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.