გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ოქტომბერს 10:00-დან 19:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კაჩაგანი, აღმამედლო, ტაკალო, ქირაჩ-მუღანლო, ხანჯიგაზლო, არაფლო, კასუმლო და მიმდებარე სოფლებში, 11:30-დან 19:00 საათამდე თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში წინწყარო, ქსოვრეთი, ქოსალარი, გოლთეთი, არნაუთი და მიმდებარე სოფლებში, 12:05-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბანში და გარდაბნის რაიონის სოფლებში კაპანახჩი, ლელაშხა, ქესალო, ნაზარლო და მიმდებარე სოფლებში, 13:15-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კეშალო, კაპანახჩი, ილმაზლო, სართიჭალა, ამბაროვკა, ალგეთი-ღვინის ქარხანა და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.