25 და 26 ოქტომბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს 10:00-დან 10:30 საათამდე და 17:00-დან 17:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სამგორი, გამარჯვება, გაჩიანი და მიმდებარე სოფლებში;

26 ოქტომბერს 11:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში კამიშლო, ლოქჭანდარი, ირგაჩაი, დალარი, გუგუთი, მთისძირი, ოროზმანი და მიმდებარე სოფლებში, 11:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრწყაროში ორბელიანის, ტაბიძის, სულხან საბას, ლომონოსოვის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში აბელიანი, ქსოვრეთი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.