3 ახალადაშენებული საბავშვო ბაღი გარდაბნის მუნიციპალიტეტში

 გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ კუმისში, გამარჯვებასა და აღათაკლია-ყარათაკლიში 3 ახალადაშენებული საბავშო ბაღი გაიხსნა.

 სააღმზრდელო დაწესებულებები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა გახსნეს.

სოფელ გამარჯვებასა და კუმისში საბავშვო ბაღების მშენებლობები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2 941 817 ლარით დაფინანსა.

 აღთაკლია-ყარათაკლიის ბაღის მშენებლობა კი 1 398 912 ლარით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

სააღმზრდელო დაწესებულებებში სრულად შეცვლილია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გარემო ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის რეგიონში, ამ ეტაპზე, სულ, 112 საბავშვო ბაღი მოქმედებს – აქედან, 28 სააღმზრდელო დაწესებულება ბოლო ორი წლის განმავლობაშია აშენებული.