საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 6 თვიანი პაუზის შემდეგ რიგა-ქუთასი რეისით ლატვიის დედაქალაქიდან 108 მგზავრი ჩამოფრინდა.
აქედან 96 საერთაშორისო ვიზიტორია, დანარჩენი კი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კარანტინში გადაიყვანეს.
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი მზად არის COVID-19 პანდემიის პირობებში დაწესებული ყველა წესის სრული დაცვით განაახლოს რეგულარული ავიარეისების მიღება.
ავიაკომპანია Wizz Air, პირველ ეტაპზე, ფრენებს მხოლოდ რიგა-ქუთაისის-რიგას საჰაერო ხაზზე კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.