გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ოქტომბერს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ქოსალარი, გოლთეთი, ქსოვრეთი, არნაუთი, წინწყარო და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.