გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ოქტომბერს 09:00-დან 10:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დიდი თონეთი, პანტიანი, მანგლისი, კვესეთი, მოხისი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე მანგლისში, 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელბში წალასყური, თელეთი, ტაბახმელა, კუმისი და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის ხოჯორნი, ახკერპი, წერაქვი, ჩანახჩი, ოფრეთი, სიონი, გულუბახ, ბრდაზორი, ახკულა, ხოხმელი, გულუბახი და მიმდებარე სოფლებში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.