საფეხბურთო კლუბ “რუსთავის” ფეხბურთელებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ. სპორტსმენები ეროვნული ჩემპიოტანის კალენდარული მატჩის წინ გამოიკვლიეს. კოვიდ ტესტის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი და დადებითი პასუხის შემთხვევაში მატჩები დროებით გადაიდება.
შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” 28 ოქტომბერს მარტვილის “მერანს”, რუსთავის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ბაზაზე დაუპირისპირდება.