“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე განახლებულ საკალათბურთო დარბაზს ესტუმრა და დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
“მოხარული ვარ, რომ ცოტა ხნის წინ რუსთავის საკალათბურთო გუნდის დარბაზში ვიზიტისას გამოკვეთილი პრობლემები, რომლებზეც ყურადღება სპორტსმენებმა და გუნდის მესვეურებმა გაამახვილეს, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მცირე დროში, საზოგადოება „რუსთაველების“ და ქალაქში მოღვაწე ბიზნესმენების ერთობლივი ძალისხმევით მოგვარდა.
სპორტის განსაკუთრებული ქომაგების დახმარებით, დღეს ჩვენს საკალათბურთო დარბაზს ახალი იატაკი და ტაბლო აქვს, პერიმეტრზე არსებული წყლის რეზერვუარი კი, სიმბოლურად კალათბურთის ბურთის ფერებში მოიხატა.”-განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
ცნობისთვის, კანდიდატი სპორტკომპლექსში მანამდეც იმყოფებოდა. შეხვედრის ფარგლებში, სპორტსმენებმა და გუნდის მესვეურებმა, რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე ისაუბრეს.