80 წლის რუსთაველ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებულ 80 წლის რუსთაველ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ტვ4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს. ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, პაციენტი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

ცენტრში სულ 7 პაციენტი გამოიკვლიეს და ვირუსული ინფექცია მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.