9 ოქტომბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ოქტომბერს 11:00-დან 15:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მაზნიაშვილის, გოგოლის, ხავახიშვილის, სამგორის და მიმდებარე ქუჩებზე, 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ხიდი, ლეჟბადინი, კირაჩმუღანლო, აზიზქენდი, სიონი, ახკერპი, ჩანახჩი და მიმდებარე სოფლებში,  11:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში პირველი სალამალეიქი, უსეინქენდი, მამიშლარი, ზემო კარაბულახი, ახალი გოდაგდაგი და მიმდებარე სოფლებში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.