წალკის მუნიციპალიტეტის მკვიდრს, რომელიც რუსთავის ცხელების ცენტრში იყო მოთავსებული, კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც წალკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში TV4-ს განუცხადეს, პაციენტი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. 46 წლის ქალი კოვიდისმიმღებ ცენტრში უკვე გადაიყვანეს.
წალკის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მუნიციპალიტეტში გამოკვლეულ 24 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამ დროისთვის ტესტის პასუხს კიდევ 4 ადამიანი ელოდება.
წალკაში ვირუსი სულ 19 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 3 უკვე გამოჯანმრთელდა. თვითიზოლაციაში იმყოფება 61 პირი, ხოლო კარანტინშია ერთი ადამიანი.