COVID19-ის ერთი ახალი შემთხვევა რუსთავის ცხელების ცენტრში

რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსი შუახნის მამაკაცს დაუდასტურდა, – ამის შესახებ  TV4-ს ცენტრის ეპიდემიოლოგმა, მაია რაზმაძემ განუცხადა. 

მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში,  კორონავირუსი არ დაუდასტურდა ცხელების ცენტრის 4 პაციენტს.

ამ დროისთვის, ბოქსირებულ განყოფილებაში 3 პაციენტია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.  მათი ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.