ნომერ მეოცე რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიას სამი სპეცუბანი პენიტენციალური დაწესებულებებისთვის დაემატა.
შესაბამისად, არჩევნების დღეს პენიტენციალური დაწესებულებების თანამშრომლები ხმის მიცემას სპეციალურად შექმნილ უბნებზე მოახერხებენ. კომისიის თავმჯდომარის, გაგა აფციაურის ინფორმაციით, ახალი 85-ე, 86-ე და 87-ე უბნები უკვე დაკომპლექტებულია შესაბამისი პირებით.