N20 საოლქო საარჩევნო კომისიაში კიდევ ერთი საჩივარი დაფიქსირდა

N20 საოლქო საარჩევნო კომისიაში კიდევ ერთი საჩივარი დაფიქსირდა.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მხრიდან დაწერილ საჩივარში განმარტებულია, რომ N2 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი დამკვირვებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფოტო-ვიდეო გადაღებას და სავარაუდოდ სახის ამომცნობი აპლიკაციის გამოყენებას.