N20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიას სამი სპეცუბანი დაემატა

ნომერ მეოცე რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიას სამი სპეცუბანი პენიტენციალური დაწესებულებებისთვის დაემატა.

შესაბამისად, არჩევნების დღეს პენიტენციალური დაწესებულებების თანამშრომლები ხმის მიცემას სპეციალურად შექმნილ უბნებზე მოახერხებენ. კომისიის თავმჯდომარის, გაგა აფციაურის ინფორმაციით, ახალი 85-ე, 86-ე და 87-ე უბნები უკვე დაკომპლექტებულია შესაბამისი პირებით.