N20 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 2 საჩივარია შესული. ამის შესახებ TV4-ის ჟურნალისტი საოლქო საარჩევნო კომისიიდან იუწყება.
“სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლის განცხადებით, ამომრჩეველს უბნები აერია და N65 უბნის ნაცვლად, N64 უბანზე მივიდა. მისივე ინფორმაციით, დამკვირვებელმა წესის დარღვევით ამომრჩეველს ჯერ მარკირება გაუკეთა, შემდეგ კი სიაში მოძებნა.
ადგილზე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მივიდა და ამომრჩეველი შესაბამის უბანზე გადაიყვანეს.