რუსთავის N22 ბაღში ბაგის ერთ-ერთ ჯგუფში სწავლა ერთი კვირის განმავლობაში შეჩერდება. ამის შესახებ TV4-ს რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, N22 ფილიალში კორონავირუსი ბაგის აღსაზრდელის მშობელს დაუდასტურდა, რის გამოც 16 ოქტომბერს, პარასკევს აღნიშნული ჯგუფში სააღმზრდელო პროცესი არ განახლდა.
ეკა ხუციშვილის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგებმა ოჯახი გამოიკვლიეს და “კოვიდ 19″ არც ბავშვს და არც მის დედმამიშვილს დაუდასტურდა.
თუმცა, როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, აღნიშნულ ჯგუფში სწავლა ერთი კვირის განმავლობაში შეჩერდება. შესაძლოა მოხდეს ოჯახის განმეორებითი ტესტირებაც.
ამასთან, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების სხვა ფილიალებში სწავლა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.