ავარია თბილისში – ავტომობილი მთლიანად დაიწვა

თბილისი-ჟინვალის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა . ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილი მთლიანად დაიწვა, მგზავრებმა გადმოსვლა მოასწრებს. 

ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.