ალქაიდას ერთ-ერთი ლიდერი, აბუ მოჰსენ ალმასრი ავღანეთის უშიშროების ძალებმა მოკლეს.
ავღანეთის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, აბუ მოჰსენ ალმასრი ფედერალური ბიუროს ძებნილი ტერორისტების სიაში იყო.
aljazeera-ს ინფორმაციით, ალმასრი სავარაუდოდ, ალქაიდას მეორე მეთაურია და ის ღაზნის ცენტრალურ პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.
უცხოური მედიის ინფორმაციით,ალმასრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ტერორისტული ორგანიზაციის მატერიალური მხარდაჭერის, რესურსების მიწოდებისა და აშშ-ს მოქალაქეების მკვლელობის შეთქმულებაში წაუყენეს ბრალი. შეერთებულმა შტატებმა მისი დაკავების ორდერი 2018 წლის დეკემბერში გასცა.