ბათუმში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 5 დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა და ხუთი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკა BMC-ში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაცით, მოქალაქეებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ. ავტოსაგზაო შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.