გაერთიანებული ოპოზიცია რუსთავში საარჩევნო პროგრამას წარადგენს

რუსთავში, ცენტრალურ მოედანზე “გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია” საარჩევნო პროგრამას წარადგენს.

პარტიის ლიდერებმა და რუსთავისა და გარდაბნის 10 სოფელში მაჟორიტარობის კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნეს და პრიორიტეტული მიმართულებები წარუდგინეს.

ღონისძიებას გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები ესწრებიან.