გარდაბანში ბოლო ორ დღეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ექვსით გაიზარდა.
როგორც TV4-ს გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, გუშინ გამოვლენილ 16 შემთხვევას კიდევ ექვსი დაემატა და ჯამში გარდაბანში, ბოლო ორ დღეში კორონავირუსის 22 შემთხვევა დადასტურდა.
ამასთან, გარდაბანში კიდევ 72 პირის ტესტის პასუხს ელოდებიან, რომელთა პასუხები დღეს ღამე ან ხვალ გახდება ცნობილი.