დისტანციურ სწავლებაზე რუსთავის ოთხი საჯარო სკოლა გადავიდა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო, დისტანციურ სასწავლო პროცესზე რუსთავის ოთხი საჯარო სკოლა გადავიდა. ამის შესახებ ტვ4-ს რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა.

კერძოდ, დისტანციურ სასწავლო რეჟიმზე გადავიდა რუსთავის მე-10, მე-12, მე-13 და მე-14 საჯარო სკოლები. ამასთან, ონლაინ სწავლებაზე გადავიდა მე-4 საჯარო სკოლის მე-5 კლასი.

თამარ ხეჩიკაშვილის თქმით, მე-12 საჯარო სკოლის 1-ლიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებს ორშაბათიდან დაბრუნდებიან.

კორონავირუსი რუსთავში სულ 6 მასწავლებელს დაუდასტურდა:

მე-10 საჯარო სკოლა – ორი პედაგოგი;

მე-12 საჯარო სკოლა – ერთი პედაგოგი;

მე-13 საჯარო სკოლა – ერთი პედაგოგი;

მე-14 საჯარო სკოლა – ორი პედაგოგი; ერთი მანდატური;

გაიზარდა მოსწავლეების ინფიცირების შემთხვევებიც. ვირუსული ინფექცია კიდევ 2 არასრულწლოვანს დაუდასტურდა. სულ რუსთავში 11 მოსწავლეა კოვიდინფიცირებული.