რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. ამის შესახებ TV4-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში, ქალაქში კორონავირუსის კიდევ ოთხი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც ცნობილი ხდება, ერთი ახალი შემთხვევა VTB ბანკის რუსთავის ფილიალის კლასტერს უკავშირდება, ერთი კი გუნდ “თუთარჩელას” წევრის კონტაქტია. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ყველა შემთხვევა უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს წარმოადგენენ.