თბილისი ცენტრალში „ოქროს ბირჟა“ 18 ოქტომბრამდე დაიხურა, – ინფორმაცია ამის შესახებ “ოქროს ბირჟის” მოვაჭრეებმა დაადასტურეს.
მათი თქმით, დირექციიდან მიიღეს ცნობა, რომ დღეიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით “ოქროს ბირჟა” მუშაობას შეწყვეტს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების რისკების შემცირებაა, რადგან ბირჟაზე ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა.