2 ნოემბრიდან რუსთავის წყლის სერვის ცენტრი მომხმარებლებს დისტანციურად მოემსახურება-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
“პანდემიის გათვალისწინებით, 2 ნოემბრიდან, რუსთავის წყლის სერვის ცენტრში შეიზღუდება მოქალაქეების ვიზიტი და მომხმარებლები მომსახურებას დისტანციურად მიიღებენ.
განცხადებებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შესაძლებელია კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@rwc.ge; ონლაინ რეჟიმში მიღებული განცხადების განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებლები კომპანიის პასუხს ელექტრონული ფოსტით მიიღებენ.
დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზისა – 341 22 00 11 და ონლაინ ჩათის მეშვეობით” – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.