კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა რუსთავში

ცხელების ცენტრში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 ცენტრის ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ინფორმაციით, კორონავირუსი  10  გამოკვლეული პირიდან ერთ-ერთს დაუდასტურდა.

 ინფიცირებული ახალგაზრდა ქალია და ის “თუთარჩელას” წევრია. 

ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის რუსთავის ცხელების ცენტრში 4 ახალი პაციენტია მოთავსებული. მათი ტესტის პასუხი კოვიდ-19-ზე ხვალ გახდება ცნობილი.