კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა და საერთო ჯამში მათი რაოდენობა 52-მდე გაიზარდა.  ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

გარდაცვალების ორივე შემთხვევა ბათუმს უკავშირდება. როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა, პაციენტები ასაკოვანი იყვნენ და კოვიდ19-თან ერთად, თანხმლები დაავადებები ჰქონდათ.

„ამჟამად 52 პაციენტია გარდაცვლილი, გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევაა. ორივე პაციენტი 80 წელს გადაცილებული იყო – 88 და 82 წლების, თანხმლები დაავადებები ჰქონდათ და მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ენდელაძემ.

დღეს, 5 ოქტომბერს კორორნავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 375 პაციენტი.

ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 8 696 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 4 619 ადამიანი გამოჯანმრთელდა.