საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 124 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით თბილისში 5 პაციენტი გარდაიცვალა, ბათუმში -3, იმერეთში- 2, გორში – 1.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, ქვეყანაში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15327 -ს შეადგენს.
ამასთან, გამოჯანმრთელდა 246 ადამიანი.