საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსს საქართველოში ამ დრომდე 48 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 7 564 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 278 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3 992-ს შეადგენს.