კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 8 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 604.

ინფორმაცია StopCov.ge-ზე გავრცელდა.

ამ მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 28 431 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის  10 767 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 201 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა PCR 7 821 ტესტი.